,,ერთობა 2013″ დაფუძნდა 2013 წელს, ,, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ელ. მემანქანეების მიერ. მისი სრული სახელია ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ელ მემანქანეთა და კომპანიაში სხვა პოზიციებზე დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი. ორგანიზაცია აერთიანებს 500-მდე მეტროს მშრომელს.
მმართველი ორგანოა გამგეობა 9 წევრის შემადგენლობით, მათ შორისაა თავმჯდომარე. გამგეობას ირჩევს წევრთა უმრავლესობა ფარული კენჭისყრით, თავმჯდომარეს კი – გამგეობა, ხმათა უმრავლესობის საფუძველზე.
პროფკავშირი გამოირჩევა როგორც სამართლებრივი საქმიანობის, ისე კოლექტიური დავების წარმართვის მნიშვნელოვანი გამოცდილებით. სწორედ ერთობა 2013-ის ორგანიზებით 2018 წელს მოეწყო მუშაკთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა. შედეგად, სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს მოემატა ანაზღაურება 10%-დან 35%-მდე.
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირს წევრებისათვის სოციალური დახმარების პაკეტი აქვს შემუშავებული. პაკეტი მოიცავს ფინანსურ დახმარებას პროფკავშირის წევრის შვილის შეძენის, წევრის ოპერაციის, გარდაცვალების ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს.
ერთობა 2013 ახორციელებს წევრების იურიდიულ მხარდაჭერას, იბრძვის მშრომელთა ინტერესებისა და უფლებების გაუმჯობესებისათვის, აქვს წვლივი შრომის ინსპექციის შექმნისათვის ბრძოლაში, შრომის კანონის გაუმჯობესებაში.
ფეისბუქი