შრომის რეფორმა მიღებულია- ძლიერი შრომის ინსპექციით და სუსტი შრომითი სტანდარტებით

30 სექ, 2020

29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო შრომის რეფორმა.

ცალსახად დადებითად ვაფასებთ მიღებული რეფორმით, მშრომელთათვის შექმნილ გაუმჯობესებულ შრომით გარანტიებს, თუმცა, სამწუხაროდ ცვლილებები მხოლოდ ფრაგმენტულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს და კვლავ შორსაა დამსაქმებელთა და დასაქმებულების ინტერესების რეალური დაბალანსებისგან.

შრომითი რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ძლიერი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაა.  შრომის ინსპექციას 2021 წლის 1 იანვრიდან მიენიჭება უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შრომითი სტანდარტის პრაქტიკაში აღსრულებაზე, რაც ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია მშრომელთა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

მივესალმებით მიღებული რეფორმით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დარეგულირებას როგორიცაა შესვენებისა და დასვენების დრო, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამკრძალავი პრინციპების გაძლიერება  და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა, სტაჟირების სამართლებრივი მოწესრიგების შემოტანა, შრომითი მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბება და სხვა.

მიუხედავად, მცდელობისა, კანონმდებლობით ასევე მოწესრიგებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები როგორიცაა დაბალი და ცხოვრების მინიმალური საჭიროებებისთვის შეუსაბამო ანაზღაურება, დაურეგულირებელი სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური შრომა და მისი არასათანადო ანაზღაურება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულების არსათანადოდ ანაზღაურება, სოლიდარული გაფიცვის შესაძლებლობის არარსებობა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავი საფუძვლების განსაზღვრა, სამწუხაროდ კანონმდებლებმა,  საბოლოოდ არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება მოეწესრიგებინათ მშრომელთა ეს ყოველდღიური პრობლემები და ამ საკითხებზე პირველად  ვერსიაში არსებული ბაზისური ჩანაწერები, ბიზნეს სექტორის სისტემური ზეწოლის შედეგად, რეფორმიდან ეტაპობრივად იქნა ამოღებული.

ღირსეული შრომის პლატფორმა ყურადღებით დააკვირდება მიღებული რეფორმის პრაქტიკაში აღსრულების პროცესს და მომავალშიც გააგრძელებს მშრომელთა უფლებების და საჭიროებების შრომით კანონმდებლობაში ასახვის ადვოკატირებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – სოლიდარობის ქსელი

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,ერთობა 2013″

ასევე გირჩევთ

რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია

რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს სს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებული ორი ელექტრომონტიორი გარდაიცვალა, ხოლო ერთმა ელექტრომონიტორმა სხეულის დამწვრობა მიიღო. ქვეყანაში კვლავ პრობლემურია...

ღირსეული შრომის პლატფორმა: შრომის ინსპექციის რეფორმა ჭიანურდება

ღირსეული შრომის პლატფორმა: შრომის ინსპექციის რეფორმა ჭიანურდება

შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული. ღირსეული შრომის პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად განაახლოს რეფორმის განხილვა და უზრუნველყოს მისი მიღება. --- საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე  წარდგენილ შრომის...

შრომის რეფორმა საფრთხეშია

შრომის რეფორმა საფრთხეშია

ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უფროს მრჩეველს ვლადიმერ შკოლნიკოვს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შრომის საერთაშორისო...

Share via
Copy link
Powered by Social Snap