რას ნიშნავს საცხოვრებელი ხელფასი?

 საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს.  საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.

საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს.

საცხოვრებელი ხელფასი უნდა ფარავდეს:

კვება
ტანსაცმელი
საცხოვრებელი
განათლება
ჯანდაცვა
ტრანსპორტირება
სხვა 
საჭიროებები
მოულოდნელი 
ხარჯები

რამდენი უნდა იყოს საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში?

ყოველთვიურად

*ეროვნული მაჩვენებელი გამოთვლილია Wage Indicator Foundation-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერში. მეთოდოლოგიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. 

უახლესი მონაცემებისთვის, რომელიც რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი ნახეთ „Wage Indicator Foundation-ის საცხოვრებელი ხელფასის“ გვერდი.

ეს მონაცემი ეფუძნება

მთლიანად საქართველოს

საქალაქო და სასოფლო დასახლებებიდან მიღებული მონაცემებს

ერთი მშრომელი ტიპიურ ოჯახში

მსოფლიოს ბანკის მონაცემებზე დაფუძნებით

დაუბეგრავი (დარიცხული) შემოსავალი

დარიცხული შემოსავალი გადასახადებისა და საპენსიოს დაქვითვამდე

გასული პერიოდის საცხოვრებელი ხელფასის გამოთვლა

თვიურად (გამოთვლილია Wage Indicator Foundation-ის მიერ 2022 წლის ოქტომბერში)

რატომ არის მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ხელფასის გადახდა?

დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ხელფასის  გადახდის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, მათ შორის მთავარი საკუთარი შრომით მიღებულ შემოსავალსა და ღირსების დაცვასთან ურთიერთკავშირია. მშრომელები, რომლებიც თავის დროსა და ენერგიას დამსაქმებელს ახმარენ, უფლება აქვთ მიიღონ საკმარისი და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი ანაზღაურება.

ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას, სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. დამსაქმებლები, რომლებიც იხდიან საცხოვრებელ ხელფასს, ხელს უწყობენ საქართველოში თანასწორი, სამართლიანი და სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

საცხოვრებელი ხელფასის გადახდას აქვს კომპანიებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის პოტენციალი.  სინამდვილეში, საცხოვრებელი ხელფასის გადახდა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღ ინვესტიციას, რომლის განხორციელებაც ბიზნესს შეუძლია.

პირველ რიგში, მშრომელების უკეთესი ხელფასი ნიშნავს, რომ მათ მეტი ფული აქვთ დასახარჯად, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ამასთან,  კომპანიები ხშირად ჩივიან, რომ ვერ პოულობენ ან ინარჩუნებენ კარგ კადრებს. საცხოვრებელი ხელფასი კი, თავის მხრივ ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას. უკეთესი ხელფასი ზრდის თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას,  ზრდის მათ ერთგულების და კარგი კადრებიც ნაკლებად გადიან პროფესიიდან. მშრომელები, რომლებიც უფრო დიდხანს რჩებიან სამსახურში, როგორც წესი, უკეთესად ასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გააუმჯობესოს პროდუქტიულობა.

და ბოლოს, საცხოვრებელი ხელფასის გადახდამ შეიძლება გააუმჯობესოს კომპანიის  რეპუტაციაც. საცხოვრებელი ხელფასის გადახდით კომპანიას შეუძლია აჩვენოს მომხმარებლებს, რომ ბიზნესის კეთებასთან ერთად ის საზოგადოების კეთილდღეობაზეც ზრუნავს.

რამდენია რეალური ხელფასები საქართველოში?

სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი- თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია.

არსებული ხელფასები VS. საცხოვრებელი ხელფასი

  • 1.2% 1.2%

მინიმალური ხელფასი

საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 -ს შეადგენს, რაც საცხოვრებელი ხელფასის 1,2%-ს წარმოადგენს.

  • 14.9% 14.9%

საარსებო მინიმუმი

საქართველოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, რომელიც 253.5 ლარს წარმოადგენს (2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით), საცხოვრებელი ხელფასის 14.9 %-ს უტოლდება.*

  • 60.9% 60.9%

მედიანური ხელფასი

საქართველოში მედიანური  ხელფასი, რომელიც ამჟამად 1040 -ს შეადგენს,  საცხოვრებელი ხელფასის 60.9%-ს წარმოადგენს.

  • 90.4% 90.4%

საშუალო ხელფასი

საქართველოს საშუალო ხელფასი, რომელიც ამჟამად 1,543 -ს შეადგენს,  საცხოვრებელი ხელფასის 90.4% -ს წარმოადგენს.

  • 51.3% 51.3%

სასტუმროს მედიანური ხელფასი

საქართველოში განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სექტორში დასაქმებული პირების საშუალო ხელფასი 875 ₾ -ს შეადგენს, რაც საცხოვრებელი ხელფასის 51.3%-ია.

დაგვეხმარეთ, რომ გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი ხელფასის შესახებ ინფორმაცია

ჩვენი პარტნიორები „ხელფასის ინდიკატორის ფონდიდან“ (Wage Indicator Foundation) მუდმივად აგროვებენ მონაცემებს ხელფასისა და საცხოვრებელი ხარჯების შესახებ საქართველოში, რათა უზრუნველყონ საცხოვრებელი ხელფასის შესახებ ზუსტი მონაცემების გამოქვეყნება. ამისთვის გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი.

გადახედეთ „ხელფასის ინდიკატორის ფონდის“ Salary Check -ს და ნახეთ, როგორია თქვენს სფეროში სხვა დასაქმებულთა პირობები და რას აკეთებენ ისინი.

იმოქმედე!

როგორ ვაქციოთ საცხოვრებელი ხელფასი რეალობად? ამაზე სწრაფი და მარტივი პასუხი არ არსებობს. ჩვენთვის სასურველ გარემოში ცხოვრება,დროს, მცდელობებს და შემოქმედებით მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გადადგათ უკეთესი სახელფასო პოლიტიკის შექმნის პროცესში;

გაწევრიანდი პროფკავშირში!

შენი ხელფასის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა, სხვა მშრომელ ადამიანებთან პროფკავშირში გაერთიანება, რომ, როგორც გუნდმა, ერთად იმუშაოთ საერთო საქმისთვის,მოლაპარაკების ძალის გასაძლიერებლად, უკეთესი ხელფასისა და სამუშაო პირობების დასანერგად. არ იცი საიდან დაიწყო? ჩვენ დაგეხმარებით.

აირჩიე მშრომელთა უფლებების დამცველები

არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ხმა იმათ მიეცი, ვინც შრომითი უფლებების დაცვასა და უკეთეს სახელფასო პოლიტიკას პრიორიტეტად მიიჩნევს.

მხარი დაუჭირე პასუხისმგებლიან ბიზნესს

ყველა ბიზნესი, თანასწორად არ ეპყრობა დასაქმებულებს. მხარი დაუჭირე მათ, ვინც სამართლიან ანაზღაურებას უხდის თანამშრომლებს. ჩვენი აქტიურობით, შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ მათ საქმიანობაზე.

ეს გვერდი შექმნილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ღირსეული შრომის პლატფორმა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.