მოგმართავთ, სხვადასხვა კერძო, თუ საჯარო სექტორში დასაქმებისას, ჩაგვრის, შრომითი უფლებების დარღვევის, სამუშაოდან გათავისუფლების, დისკრიმინაციის, უხელფასოდ, ან ღირსებისშემლახავი ხელფასით მუშაობისა, და დასაქმების ადგილებზე სხვადასხვა მძიმე გამოცდილების მქონე ადამიანები.
მივიჩნევთ, რომ პარლამენტში, განხილვის პროცესში მყოფი, ორი, არადემოკრატიული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, დასაქმებულები დავკარგავთ მყარ, სანდო და მუდმივ მხარდაჭერას, ამ ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, შრომის უფლებების სისტემატური დარღვევის პროცესში.
რომ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარება და ამ დახმარების მეშვეობით, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან გაწეული, უფასო სამართლებრივი მხადაჭერა, ჩვენ ვერ მოვახერხებდით შრომის უფლების დარღვევის ფაქტების გასაჩივრებას სასამართლოსა თუ შრომის ინსპექციაში. გარდა იმისა, რომ იურიდიული დახმარება ძვირი მომსახურებაა, რომელზეც სამუშაოდან გათავისუფლებულ ადამიანს განსაკუთრებით არ მიუწვდება ხელი, საჯარო, ან გავლენიანი კერძო ორგანიზაციებიდან გათავისუფლებული, შრომის უფლებადარღვეული ადამიანისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების მდგრადი არსებობა, მათი გამბედაობა და რესურსების სიმყარე, რადგან ამ დროს, დასაქმებულს სახელმწიფო, პარტიული აპარატი და კერძო სექტორის დიდი კაპიტალი უპირისპირდება; რომ არა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენ ამ უზარმაზარი ძალის პირისპირ, მარტო აღმოვჩნდებოდით. ბევრი ჩვენგანის ბრძოლა კულტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებების, კერძო კორპორაციების მიერ დარღვეული შრომის უფლების აღსადგენად, დასრულებული არ არის და სხვადასხვა ინსტანციებში, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით დღემდე გრძელდება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხარდაჭერა გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციის პროცესში, როცა პროფესიული კავშირების ორგანიზების გზით, დასაქმებულები ვცდილობთ, ამ გამორჩეულად დემოკრატიული ფორმით ვებრძოლოთ უსამართლო პრაქტიკებს სამუშაო ადგილებზე, ხელი შევუწყოთ შრომითი გარემოს დემოკრატიზაციას და მშრომელთა ხმა გავიტანოთ იქ, სადაც დიდი კაპიტალისა თუ სახელმწიფო აპარატის ძალის ფონზე, მშრომელის ხმა არ ისმის. პროფკავშირული საქმიანობის და მშრომელის ხელში უფლებადაცვითი მნიშვნელოვანი იარაღის – გაფიცვის გამოყენებისას, ასევე შრომითი პროტესტების პროცესში, სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა ხდება მნიშვნელოვანი, როგორც უშუალოდ შეკრებისა და მანიფესტაციების, ისე მდგრადი პროფკავშირული საქმიანობის განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია მხარდაჭერა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რაც ასევე უცხოური ფონდების მხარდაჭერილმა ონლაინ და მცირე, დამოუკიდებელმა მედიებმა გამოხატეს ჩვენს მიმართ. პროპაგანდისტული მედიები, როგორც წესი უგულებელყოფენ შრომის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ბრძოლებს, ამდენად ალტერნატიული მედიების მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი პრობლემა დარჩებოდა საზოგადოების ყურადღების მიღმა, ვერ შეკრებდა ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც გაფიცვების, პროტესტების დროს გვედგნენ გვერდში.
გამოვხატავთ პროტესტსა და შეშფოთებას ამ კანონპროექტების შინაარსის გამო, რადგან ისინი გვართმევენ, ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილ შრომის უფლების საბაზისო დაცვის მექანიზმებს. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებით, ეს კანონი გვაკარგვინებს ევროპულ პერსპერქტივას, რომელიც გრძელ ვადაში, მშრომელის კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის მძლავრი მექანიზმი უნდა გახდეს.
ხელმომწერები:
- მეცნიერების განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
- „გილდია“-კულტურისა და მედიის სფეროს დამოუკიდებელი პროფკავშირი
- სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
- საზოგადოებრივი მაუწყლების აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება;
- რობერტ მარგიშვილი- მეტროს თანამშრომელი, მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება „ერთობა 2013“- ის გამგეობის წევრი
- თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირული გაერთიანება „ერთობა 2013“- ის გამგეობის წევრთა უმრავლესობა
- ზაქარია მეტრეველი-„კურიერების პლატფორმა“
- მარიამ ალიხანაშვილი- „გააღვიძე აქტივიზმი“
- ეკა კიკნაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი
- დინარა ვაჩნაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი
- ლიკა მამაცაშვილი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი
- დავით ნიორაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი
- ნანა ბურჭულაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი
- ანა მგელაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმისყოფილი თანამშრომელი
- ანა ვერულაშვილი- საქართველოს ეროვნული მუზეუმისყოფილი თანამშრომელი
- ნინო ახალაია- კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი
- ეკა კაჭარავა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- ხათუნა ხარატიშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- თამარ ნინიაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- ბესიკ მაცაბერიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- მარინა თაქთაქიშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- დავით ლომიტაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- ლალი ახალაია – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- მანანა ნიქაბაძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- ეკა თაბუკაშვილი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი
- გაგა ჩხეიძე – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
- ბესო სოლომანაშვილი – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო კომისიის ყოფილი წევრი
- ელენე გახარია – რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი;
- ნატალი ჯახუტაშვილი- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი
- არტურ ელბაქიძე- ტელეკომპანია „ფორმულას“ ყოფილი თანამშრომელი
- ჯემალ ნაკაიძე- ტელეკომპანია „ფორმულას“ ყოფილი თანამშრომელი
- აკაკი ზოიძე- კომპანია „ბიბლუსის“ ყოფილი თანამშრომელი
- ნუგზარ ფურცელაძე- კომპანია „ბიბლუსის“ ყოფილი თანამშრომელი
- ნინო ვარშანიძე- კომპანია „ბიბლუსის“ ყოფილი თანამშრომელი
- რუსუდან როინიშვილი- კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ყოფილი თანამშრომელი;
- თორნიკე აბაშიძე- კომპანია „ბლექ სი გრუპის“ ყოფილი თანამშრომელი;
- გიორგი ლაზარიაშვილი- „ევოლუშენ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომელი;
- ხათუნა ბეგიაშვილი – რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
- ნოდარ ავდალიანი – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
- ნელი ქარელი-კახიძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
- ხატია ბეროძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი;
- ელზა გვენეტაძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი;
- თენგიზ თევზაძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი;
- გიორგი ჩხაიძე – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი თანამშრომელი;
- ლია თავაძე – ბათუმის ავტოტრანსპორტის ყოფილი თანამშრომელი;
- მინდია ბარამია – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ყოფილი თანამშრომელი;
- გვანცა ჩხარტიშვილი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ყოფილი თანამშრომელი;
- ნაირა ციმინტია – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი.