დისკუსია-Შრომა კულტურის მიღმა

21 ნოე, 2022

16 ნოემბერს, ღირსეული შრომის პლატფორმამ გამართა დისკუსია Შრომა კულტურის მიღმა- დისკუსია კულტურის სექტორში დასაქმებულ პირთა უკანონო გათავისუფლებების შესახებ.

Კულტურის სფეროდან დასაქმებულთა დაუსაბუთებელი გათავისუფლებების ტალღა გრძელდება. Ერთი წელია, დასაქმებულთა  კრიტიკული შეხედულებების ან/და პროფესიული კავშირის წევრობის  ნიშნით, საკადრო წმენდას სისტემატური ხასიათი აქვს. Კულტურის სხვადასხვა სფეროში (მუზეუმები, თეატრი და ა.შ) მიმდინარე რეორგანიზაციები, და შრომის პოლიტიკის სხვა სახის ცვლილებები, მიუხედავად სფეროების განსხვავებულობისა და მრავალფეროვნებისა, ერთსა და იმავე ლოგიკას იმეორებს; მათ  კანონმდებლობის უგულებელყოფა, პროცესების გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი ხასიათი აერთიანებთ.

Დისკუსიის მიზანი იყო კულტურის სხვადასხვა სფეროს მშრომელთა, პროფკავშირებისა და შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების პერსპექტივიდან მასობრივი და მასშტაბური შრომითი უფლებების დარღვევის კასკადის ერთობლივი წარმოჩენა და კულტურის მშრომელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიების განხილვა.

▪️ Დისკუსიის პირველ ნაწილში, პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სექტორში მიმდინარე პროცესებზე რეაგირების სამართლებრივ განზომილებაზე და სისტემურ დარღვევებთან ბრძოლის სტრატეგიებზე, მათ შორის, წარმატებულ სასამართლო და მიმდინარე კოლექტიურ დავებზე.

▪️ Დისკუსიის მეორე ნახევარი დაეთმო უშუალოდ კულტურის მშრომელთა და კულტურის სფეროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ხმას და შეფასებებს, კულტურის სფეროში არსებული შრომითი გარემოს შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: 

ღია საზოგადოების ფონდი;

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

სამართლიანი არჩევნები (ISFED)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები: სოლიდარობის ქსელი;

გილდია;

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი

 

 

 

Share via
Copy link
Powered by Social Snap