იცოდე შენი უფლებები

ხელფასი
იცოდე შენი უფლებები

 რა არის შრომის ანაზღაურება?

დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს მისცეს  შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებული შრომითი ვალდებულებების სანაცვლოდ.

შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. (საქართველოს შრომის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილი) .

შრომის ანაზღაურების ოდენობაზე მხარეები შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე უნდა შეთანხმდნენ.

შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული წერილობით შრომით ხელშეკრულებაში.

დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სრულად და დროულად მისცეს კუთვნილი შრომის ანაზღაურება, ამ ვალდებულების დარღვევა საპატიო მიზეზის გარეშე ხელფასის უკანონო “მოპარვას” წარმოადგენს.

იმის დასადგენად, გპარავთ თუ არა დამსაქმებელი  ხელფასს და თუ კი – რამდენს, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აპლიკაცია: მოპარული ხელფასის გამომთვლელი – ღირსეული შრომის პლატფორმა / Georgia Fair Labor Platform (shroma.ge)

მაგალითისთვის, დასაქმებულს უნდა აუნაზღაურდეს:

დამცავი აღჭურვილობის ან სამუშაო უნიფორმის ჩაცმის დრო

სამუშაო ადგილის/პროცესის მომზადებისთვის დახარჯული დრო

სავალდებულო ტრენინგები და შეხვედრები

შესვენების დროს მუშაობა და სხვა

რა ინტერვალით უნდა მივიღო შრომის ანაზღაურება?

შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს არანაკლებ თვეში ერთხელ. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ ხელფასის 1 თვეში რამოდენიმეჯერ გაცემაზეც.

როგორ შევამჩნიოთ, რომ ხელფასს გვპარავენ

როგორ მოვიქცე, თუ ხელფასს არ მიხდიან?

დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის არ გადახდა, ან არასრულად გადახდა არის შრომითი უფლებების უხეში დარღვევა. ასეთ დროს დასაქმებულს უფლება აქვს:

  • წამოიწყოს შრომითი დავა დამსაქმებელთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნით?
  • მიმართოს შრომის ინსპექციას, რომელსაც შეუძლია გააფრთხილოს ან დააჯარიმოს დამსაქმებელი შრომითი კანონმდებლობის დარღვევისთვის;
  • დამსაქმებლის წინააღმდეგ მიმართოს სასამართლოს სარჩელით შრომის ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით;
  • წამოიწყოს საგაფიცვო პროცედურები;

გახსოვდეთ, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

როდის იქვითება ხელფასი უკანონოდ?

შრომის კოდექსით რეგულირებულია ხელფასის დაქვითვის შესაძლებლობა. კერძოდ, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად დასაქვითი თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

ხელფასის დაქვითვა, იქნება უკანონო თუ დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაუქვითავს 50 პროცენტზე მეტს.

უკანონოა ხელფასის დაქვითვა პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით (მაგ. გაფუჭებული ან მოპარული პროდუქტისთვის მაღაზიის კონსულტანტის ხელფასის დაქვითვა), თუ არ დასტურდება კონკრეტული თანამშრომლის ბრალეულობა. 

 

კომენტარი: შრომის ინსპექციამ უკანონოდ სცნო კოლექტიური დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ ჩანაწერები. კერძოდ, “იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის მიერ არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცდება კანონით დადგენილ დასაქმებულთა პასუხისმგებლობის შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს. კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად.” ვრცლად იხ. შრომის ინსპექციის განხცადება კოლექტიური პასუხისმგებლობის უკანონობაზე. 

 

რა უნდა ვიცოდე, როდესაც დამსაქმებელი ე.წ. „დანაკლისის“ გადახდას გვაკისრებს?

გახსოვდეთ, ის დანაკლისი ან ზიანი, რომელიც თქვენი ბრალეულობით არ მისდგომია დამსაქმებელს, არ არის თქვენი ასანაზღაურებელი. შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის დაქვითვა,  ბრალეულობის დადგენის გარეშე უკანონოა.

არასამუშაო დროს მუშაობა

არასამუშაო დროს მუშაობა, საქართველოში გავრცელებული პრობლემაა. ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობის მაქსიმალურ ზღვარს იმპერატიულად ადგენს შრომის კოდექსი. თუმცა, ინდივიდუალურ ურთიერთბაში, სამუშაო დროის ხანგრძლივობის დამდგენი დოკუმენტი, არის მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აუცილებლად უნდა არეგულირებდეს სამუშაო დროის ხანგრძლივობას.

ნორმირებულ სამუშაო დროზე მეტი მუშაობა არის ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი ზეგანაკვეთური შრომისათვის არ გიხდით გაზრდილ ანაზღაურებას, იგი თქვენ ხელფასს გპარავთ.

ჩაის (თიფს) არანაზღაურება

  • საკვებ პუნქტებში (რესტორანი,ბარი,კაფე) დასაქმებულებს (მომსახურე პერსონალი) მომხმარებლები, მოხმარებული პროდუქტის ღირებულების გარდა დამატებით უტოვებენ თანხას, ეგრედწოდებულ ,,ჩაი’’-ს. ,, ჩაი’’-ს მომხმარებელი, ტრადიციის შესაბამისად უტოვებს მომსახურე პერსონალს და არა საკვებ პუნქტს.
  • მართალია, ,,ჩაი’’-ს ფორმას არ ცნობს საქართველოს შრომის კოდექსი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ,,ჩაი’’ ეკუთვნის მომსახურე პერსონალს. თუმცა, გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, დამსაქმებელი შრომით ხელშეკრულებით ითვალისწინებს ,,ჩაი’’-დან მიღებული შემოსავლის განკარგვის საკითხს. ხშირ შემთხვევაში, ამ კუთხით შემოსავლები ნაწილდება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინდივიდუალურად განსაზღვრული პროცენტის შესაბამისად.
  • დამსაქმებლის მიერ „ჩაის“ დასაქმებულისათვის დაკავება უკანონოა.

ავადმყოფობის დროს ანაზღაურების არ გადახდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვალი №48/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ყველა დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს ამ წესის შესაბამისად დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი.

შესაბამისად, გახსოვდეთ, რომ დროებითი შრომისუუნარობის დროს დამსაქმებელი ვალდებულია აგინაზღაუროთ გაცდენილი პერიოდი წარდგენილი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

დროებითი შრომისუუნარობის დროც გაცდენილი პერიოდი უნდა ანაზღაურდეს სრულად.

გაითვალისწინეთ, რომ დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:

  • პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;
  • მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;
  • თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);
  • კანონით დადგენილი წესით სამუშაოდან გადაყენების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებით მკურნალობის და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.

რა დროის განმავლობაში შემიძლია ვიდავო აუნაზღაურებელ ხელფასზე?

  საქართველოს შრომის კოდექსის სხვადასხვა სახის შრომითი დავისთვის სხვადასხვა ხანდაზმულობის (სასამართლოსთვის მიმართვის) ვადას ადგენს:  

მაგალითად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ხოლო, დამსაქმებლის (7 კალენდარული დღის ვადაში) წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. თუ დამსაქმებელმა, დასაქმებულს 7 კალენდარულ დღის ვადაში არ გაუგზავნა წერილობითი დასაბუთება, ასეთ შემთხვევაში დასაქმებულს ეძლება 30 კალენდარულ დღიანი ვადა, სარჩელის წარდგენის სასამართლოში. აღნიშნული ვადის გაშვება, დასაქმებულს ართმევს მოთხოვნის უფლებას.

შესაბამისად, თუ თქვენს სურვილის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების მიღებასთან ერთად, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაზე დავაც წარმოადგენს, უნდა დაიცვათ სასამართლოსთვის მიმართვის ზემოთ მითითებული ვადა.

შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებით სხვა სახის დავების შემთხვევაში,  პირს უფლება აქვს სასამართლოს სარჩელით  მიმართოს  1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 

მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის ხელფასს, დასაქმებულს აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან 1 წლის განმავლობაში უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. 1 წლის გასვლის შემდეგ კი, მოთხოვნა იქნება ხანდაზმული.

რამდენად დიდია საქართველოში მოპარული ხელფასის პრობლემა?

ჩვენი მოპარული ხელფასის გამომთვლელის საწყისი მონაცემები აჩვენებს, რომ პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია. 2000-ზე მეტმა მშრომელმა ისარგებლა გამომთვლელით მას შემდეგ, რაც იგი ამოქმედდა 2020 წლის 9 დეკემბერს.

2021 წლის 12 ივლისის მონაცემები:

%

მიუთითებს მოპარული ხელფასის არანაკლებ 1 ფორმის შესახებ

წლიური მოპარული ხელფასის ჯამური ოდენობა

ლარია მოპარული საშუალოდ თითოეული მშრომელისგან (ყოველწლიურად)

საქართველოში  მოპარული ხელფასის გავრცელებული კატეგორიები:

* მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემები 2021 წლის 12 ივლისამდე. დამატებითი მონაცემები იხილეთ აქ.

%

სამუშაო დროში არ ჩაეთვალა და არ აუნაზღაურდა, სავალდებულოდ შესასრულებელი სამუშაო.

%

ჩაიზე მომუშავე თანამშრომლების პარავენ (არ უხდიან) ჩაის თანხას

%

სრულად არ მიეცა კუთვნილი შვებულება

ისარგებლეთ ჩვენი მოპარული ხელფასის გამომთვლელით:

ჩვენი მოპარული ხელფასი დაგეხმარებათ, რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს ხელფასის მოპარვა პრაქტიკაში და საშუალებას მოგცემთ დაახლოებით გამოთვალოთ რა ოდენობის თანხას შეიძლება კარგავდეთ ყოველწლიურად, თქვენი შრომითი უფლებების დარღვევის შედეგად სამსახურში.

მოპარული ხელფასის გამოთვლას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება!