ღირსეული შრომის პლატფორმა

შრომითი უფლებებისა და სოციალური სამართლიანობისთვის საქართველოში
გაიგეთ მეტი
ღირსეული შრომის პლატფორმა საქართველოში შრომითი პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის იდეის გარშემო აერთიანებს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს და წევრი ორგანიზაციებისთვის ურთიერთდახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ თანამშრომლობის ქსელს წარმოადგენს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

ეფექტური შრომის ინსპექცია

შრომის უსაფრთხოების მონიტორის გამოყენებით, ყურადღებით ვაკვირდებით შრომის ინსპექციის საქმიანობას და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ შრომის ინსპექციის გაძლიერებას, რათა უკეთ დავიცვათ  მშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ღირსეული მინიმალური ხელფასი

ჩვენ მოვითხოვთ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესებას საქართველოში და ვიბრძვით იმისთვის, რომ მშრომელებმა შეძლონ, დამსახურებული ანაზღაურების მიღება.

ძლიერი, უკეთესი პროფესიული კავშირები

ჩვენ ვაძლიერებთ დამოუკიდებელი პროფესიულ კავშირებს, ხელს ვუწყობთ მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდასა და ახალი წევრების მოზიდვას. ჩვენ ასევე მივისწრაფით დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების სამმხრივ კომისიასა და სხვა სტრუქტურებში გაერთიანებისაკენ.

უახლესი ამბები

ღირსეული შრომის პლატფორმა მინიმალური ხელფასის შესახებ ინიციატივას ეხმაურება

ღირსეული შრომის პლატფორმა მინიმალური ხელფასის შესახებ ინიციატივას ეხმაურება

მიმდინარე წლის 19 თებერვალს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს...

read more
Სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს

Სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების შესახებ გაეროში ერთობლივი ანგარიში წარადგინეს

მიმდინარე წლის იანვარში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ...

read more
ღირსეული შრომის პლატფორმა გამოსახლებების შეჩერებას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

ღირსეული შრომის პლატფორმა გამოსახლებების შეჩერებას და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩანიშნული გამოსახლების შემთხვევებს, სოლიდარობას უცხადებს...

read more

რესურსები დასაქმებულთათვის

საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში

საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები.

შრომის უფლებების მონიტორი

მონიტორი იკვლევს და აქვეყნებს შრომის ინსპექციის სამსახურის ინსპექტირების ანგარიშებს, რომელიც სამუშაო ადგილზე შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობას ასახავს. ჩვენი მონაცემთა ბაზა მოიცავს ინსპექტირების ანგარიშების ორ ტიპს: (1) უსაფრთხოების ინსპექტირების ანგარიშები 2019 წლის სექტემბრიდან და (2) ზოგადი შრომითი უფლებების ინსპექტირება2021 წლის იანვრიდან.

მოპარული ხელფასის გამომთვლელი

გპარავთ თუ არა ხელფასს თქვენი დამსაქმებელი? მოპარული ხელფასის გამომთვლელი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, გამხდარხართ თუ არა „მოპარული ხელფასის“ მსხვერპლი და, სურვილის შემთხვევაში, მიღებული შედეგები გააზიაროთ  სოციალურ ქსელებში.

სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები

ეს გვერდი ასახავს  შრომის ინსპექციის მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკას სამუშაო ადგილზედასაქმებულთა გარდაცვალებისა და დაზიანების შესახებ.

იცოდე შენი უფლებები

იპოვეთ პასუხები შრომით უფლებებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე. პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ თემებზე: სამუშაო დრო, თანასწორობა და შრომითი დისკრიმინაცია, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებები, შრომის ანაზღაურება და მოპარული ხელფასი, ქალთა შრომითი უფლებები, პროფესიული კავშირები და რა შეიძლება გავაკეთოთ, როდესაც ჩვენი შრომითი უფლებები ირღვევა.