გინაზღაურებენ თუ არა ზეგანაკვეთურ შრომას?

შეიტყვე მეტი ჩვენი კალკულატორის მეშვეობით

სოციალური მუშაობა სხვა დასაქმების სფეროებისგან განსხვავებულია. პროფესია ორიენტირებულია ინდივიდების და ოჯახების დაცვასა და გაძლიერებაზე. შესაბამისად ხშირად სოციალური მუშაკები ველზე იმყოფებიან და რთულად თუ ახერხებენ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის საზღვრების დაცვას.

სოციალური მუშაკები ხშირად გადაადგილდებიან სამსახურებრივ ვიზიტებზე ბენეფიციარების მოსანახულებლად, უწევთ მწვავე და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება, ელექტრონულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი.  სახლსა და ოფისში სამუშაო საათების შემდეგ მუშაობა, სავალდებულო ტრენინგებსა თუ სემინარებზე დასწრება, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში გადაუდებელ შემთხვევებზე მუშაობა და სხვა.
საქართველოს შრომის კოდექსი სოციალურ მუშაკებზეც ვრცელდება  მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში. თუკი სოციალური მუშაკი კვირაში მუშაობს 40 საათზე მეტს, ეს პირველ რიგში მისი თანხმობითაა შესაძლებელი, ამასთან, მისი სამუშაო უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით. სამწუხაროდ, სოციალური მუშაკების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო უმეტესწილად უხილავი და შესაბამისად აუნაზღაურებელია, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა სამუშაო კვირამ 60-80 საათსაც გასტანოს.

უხილავი ზეგანაკვეთური სამუშაოს ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

სამსახურში ადრე მოსვლა და გვიან წასვლა
შესვენების დროს მუშაობა
სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხი არასამუშაო საათებში
სახლში სამსახურის დოკუმენტებზე მუშაობა
აუნაზღაურებელი შეხვედრები და ტრენინგები
სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მგზავრობის დრო
უქმე და დასვენების დღეებში მუშაობა
სხვა

მუშაობ ზეგანაკვეთურად?

 ჩვენს მიერ სოციალური მუშაკებისთვის შექმნილი კალკულატორი, დაგეხმარებათ, გაიგოთ, მუშაობთ თუ არა ზეგანაკვეთურად და გამოთვალოთ, რა თანხას კარგავთ ამაში.

კალკულატორი შედგება მარტივი კითხვებისგან, რომელზე პასუხის გაცემასაც დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდება. კითხვარის დასრულების შემდგომ კალკულატორი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენ მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობასა და აუნაზღაურებელი შრომის შესახებ.

კალკულატორი შექმნილია როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი. თუ გექნებათ დამატებითი შეკითხვები თქვენი პასუხების შესახებ, დაუკავშირდით სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ყველა სოციალურ მუშაკს ჰქონდეს დამსახურებული და სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება. თუ ჯერ წევრი არ ხართ, გაწევრიანების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

განმარტება

 ეს კალკულატორი არის საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური მუშაკების მიერ შესრულებულ აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთური სამუშაოს შეფასებას. ის არ მოიცავს აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთურის ყველა ფორმას და მის მიერ მოწოდებული შედეგები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ და ყოვლისმომცველად.

მონაცემთა კონფიდენციალობის პოლიტიკა

 თქვენ მიერ მოწოდებული პასუხები გადაეცემა საქართველოს ღირსეული შრომის პლატფორმას და სოციალურ მუშაკთა გაერთიანებას შემდგომში კვლევისა და ადვოკატირების მიზნით. თქვენი ვინაობა დარჩება ანონიმური, თუკი თავად არ აირჩევთ სახელისა და გვარის გამჟღავნებას. ასეთ შემთხვევაში შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელექტრონული ფოსტა კითხვარის ბოლოს.