იცოდე შენი უფლებები
პასუხები შრომით უფლებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ შეკითხვებზე
„ღირსეული შრომის პლატფორმა“ და მისი წევრი ორგანიზაციები, ყოველდღიურად მშრომელებისგან უამრავ შეკითხვას იღებენ სამუშაო ადგილზე მათ უფლებებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეცადეთ ამ გვერდის საშუალებით მშრომელებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გაგვეხადა პასუხები შრომით უფლებებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებიც დაყოფილია თემების მიხედვით. თითოეული თემის უკეთ გასაცნობად, გთხოვთ, დააჭიროთ შესაბამის ღილაკზე.
თუ ვერ ნახეთ პასუხები თქვენს კითხვებზე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ვეცდებით დაგეხმაროთ.
მასალა მომზადდა „ფიფლ ინ ნიდ“-ის პროექტის, „მტკიცებულებებზე დაფუძნებული შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში“, ფარგლებში, ღირსეული შრომის პლატფორმასთან თანამშრომლობით.