გპარავთ თუ არა თქვენი დამსაქმებელი?
ამის გარკვევას შეძლებთ ჩვენი "მოპარული ხელფასის გამომთვლელის" საშუალებითრა არის “მოპარული ხელფასი”?
ხელფასის მოპარვა ხდება, როცა დასაქმებულს კანონით კუთვნილ ხელფასს არ უხდიან. აღნიშნული მოიცავს სხვადასხვა სახის დარღვევას, მათ შორის:
აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა
არასამუშაო საათებში შრომა
გადაუხდელი ფეხის ქირა/ჩაი
გადაუხდელი საბოლოო ანაზღაურება
ხელფასის უკანონო დაქვითვა
და ბევრი სხვა რამ
„მოპარული ხელფასი“ შეიძლება თქვენს წარმოდგენაში “დანაშაულთან” არ ასოცირდებოდეს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (EPI) 2017 წლის კვლევით დადგინდა, რომ მხოლოდ 10 შტატში დასაქმებულები წელიწადში ჯამურად 8 მილიარდ დოლარს კარგავდნენ სწორედ ე.წ. “მოპარული ხელფასის” გამო.
კვლევამ აჩვენა, რომ დამსაქმებლის მიერ “ხელფასის მოპარვა” საქართველოშიც გავრცელებულია, თუმცა კვლევები საკმაოდ შეზღუდულ პირობებში ჩატარდა, ამიტომ არავინ იცის სინამდვილეში რა მასშტაბებს წვდება მოპარული ხელფასის მასშტაბები.
ჩვენი მოპარული ხელფასის გამომთვლელი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მოპარული ხელფასის მნიშვნელობის დადგენაში და იმის გამოანგარიშებაში თუ რამდენ თანხას შეიძლება კარგავდეთ. გამომთვლელი დაგისვამთ მარტივ შეკითხვებს, რასაც 5-დან 10 წუთამდე დასჭირდება. კითხვებზე პასუხის შემდეგ, გამომთვლელი დაახლოებით დაიანგარიშებს თქვენ სახელფასო დანაკარგს.
განმარტება
გამომთვლელი არის შემეცნებითი მიზნებით მომზადებული ვებ გვერდი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ხელფასის მოპარვის ყველაზე გავრცელებულ მეთოდებზე დაფუძნებით, დაახლოებით თვლის სახელფასო დანაკარგს. იგი არ მოიცავს ხელფასის მოპარვის ყველა ფორმას და შედეგები არ უნდა ჩაითვალოს საბოლოო მტკიცებულებად.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
თქვენ მიერ გაცემული პასუხები გადაეგზავნება ღირსეული შრომის პლატფორმას შემდეგი კვლევისა და ადვოკატირების მიზნით. თქვენი პასუხების ანონიმურობა დაცული იქნება თუ თავად არ გადაწყვეტთ, რომ კითხვარის ბოლოს მიუთითოთ საკუთარი სახელი და გვარი ან/და ელექტრონულ ფოსტის მისამართი.