მოპარული ხელფასის ტიპები
ახლა დაგისვამთ რამდენიმე შეკითხვას, იმისთვის რომ დავადგინოთ რამდენად ყოფილხართ ხელფასის მოპარვის მსხვერპლი და გამოვთვალოთ თანხის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება დაკარგული გქონდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ ეს შეკითხვები არ მოიცავს მოპარული ხელფასის ყველა ფორმას, არამედ გათვლილია იმაზე, რომ დაახლოებით გამოიანგარიშოს ამ დანაშაულის ეკონომიკური გავლენის შედეგი.
მოპარული ხელფასი: არასამუშაო საათებშიშესრულებული აუნაზღაურებელი სამუშაო
არასამუშაო საათებში განხორციელებული აუნაზღაურებელი სამუშაო არის ხელფასის მოპარვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. ეს არის შრომა, რომლის შესრულებასაც დასაქმებული გავალდებულებთ თქვენი რეგულარული სამუშაო საათების მიღმა. დამსაქმებლები ასეთ შემთხვევებს ხშირად დასაქმებულის დამატებთი მოვალეობად მიიჩნევენ და უარს აცხადებენ სამუშაოს ანაზღაურებაზე - მაშინაც კი, როცა ეს სამუშაო მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
შენიშვნა: თუ სამსახურში, ნებისმიერ მოცემულ საქმიანობაზე დახარჯული დრო აღემატება თქვენ რეგულარულ სამუშაო საათებს, ეს ზეგანაკვეთურ შრომად ითვლება; კანონი მოითხოვს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.
1.სამუშაოს შესრულებისას, ხანდახან, გიწევთ თუ არა სპეციალური სამოსის გამოცვლა, უნიფორმის ან დამცავი აღჭურვილობის გამოყენება?
2. ხანდახან გიწევთ თუ არა სამსახურში ადრე მისვლა ან იქიდან გვიან წამოსვლა, იმისთვის რომ შეასრულოთ ნებისმიერი ფუნქცია, რაც მნიშვნელოვანია თქვენი სამსახურისთვის და ეს არ ითვლება თქვენი სამუშაო ცვლის ნაწილად? მაგალითად, თუ თქვენ ხართ მოლარე ან ბანკის მოლარე ოპერატორი, ეს შეიძლება იყოს თქვენი სალაროს მოწესრიგება და სამუშაოდ მომზადება. ასევე, ეს შეიძლება იყოს ოფისის გახსნის ან დახურვის მოვალეობა.
3. მოითხოვს თუ არა თქვენი დამსაქმებელი რომ ხანდახან, სამუშაოს შესასრულებლად გაემგზავროთ სადმე (გარდა მგზავრობისა, რომელიც გიწევთ რეგულარულად სახლიდან სამსახურში და პირიქით)? მაგალითად, თუ ხართ მაღაროელი, ეს შეიძლება იყოს მგზავრობა მაღარომდე. თუ მშენებლობაზე მუშაობთ, ეს შეიძლება იყოს მგზავრობა სამშენებლო მოედნამდე.