სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევები
ეს გვერდი ასახავს შრომის ინსპექციის მიერ დაფიქსირებულ სტატისტიკას სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალებისა და დაზიანების შესახებ. მონაცემები აღებულია ინსპექციის წლიური ანგარიშებიდან, ვებ გვერდიდან და ღირსეული შრომის პლატფორმის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული მონაცემებიდან.
ბოლო განახლება: 10 ივნისი 2024.
შრომის ინსპექციის საქმიანობაზე, და სამუშაო ადგილებზე არსებულ შრომის პირობებზე მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ, პლატფორმის შრომის უფლებების მონიტორს, რომელიც ერთ სივრცეში აქცევს სამუშაო ადგილების ინსპექტირების ანგარიშებს. საწარმოო უბედური შემთხვევების ამსახველი ინსპექტირების ანგარიშების სანახავად, იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები; ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მონაცემთა ბაზა შესაძლოა არ მოიცავდეს ყველა არსებულ ანგარიშს.