დასაქმებულთა პროტესტები და სახელმწიფოს ნაბიჯები

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 1, 2017
პუბლიკაციებიავტორი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

„დასაქმებულთა პროტესტები და სახელმწიფოს ნაბიჯები“ აღწერს შრომით ურთიერთობებსა და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს 2016 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 მაისამდე.

დოკუმენტი თანმიმდევრულად აჩვენებს ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში, ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა წინააღმდეგობებსა თუ მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს. ასევე იმ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფომ ამ პერიოდის განმავლობაში გადადგა შრომითი კანონმდებლობის თუ ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების მიზნით. დოკუმენტი ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კონკრეტულ ვალდებულებებზე, რომელთა შესრულებაც სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დოკუმენტებით აღებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, არ მომხდარა.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap