მშრომელთა საარჩევნო უფლება

29 სექ, 2021

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს.

ქვეყნის მასშტაბით თითოეული დასაქმებულისთვის ხმის მიცემის უფლებას,  როგორც საარჩევნო, ისე შრომის კოდექსი უზრუნველყოფს. თითოეული დასაქმებულის უფლებაა დამატებით შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე ისარგებლოს ამ უფლებით და არჩევნების დღეს საკუთარი ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე გამოცხადებით მოახდინოს.

ნებისმიერი დასაქმებული უფლებამოსილია  წინასწარ მიმართოს დამსაქმებელს და საკუთარი საარჩევნო უფლების გამოყენების მიზნით, არჩევნების დღეს შრომითი ურთიერთობის შეჩერება მოითხოვოს.

თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულია გონივრული ვადით შეაჩეროს შრომთი ურთიერთობა და დამსაქმებელს საარჩევნო დღეს ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცეს.

აღსანიშნავია, რომ თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დასაქმებულს ამ შემთხვევაში გაცდენილი დრო არ აუნაზღაურდება.

დასაქმებულისთვის ხმის მიცემის უფლების გამოყენების შეზღუდვა შრომითი კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს. არცერთ დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს რაიმე ფორმით არ მისცეს საარჩევნო უფლების გამოყენების შესაძლებლობა.

საგულისხმოა, რომ საერთო არჩევნების დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეს წარმოადგენს. თუმცა, არჩევნების დღეს დასაქმებულის შრომა ზეგანაკვეთურ სამუშოდ არ მიიჩნევა და არც გაზრდილი ტარიფით არ ანაზღაურდება.

არჩევანის თავისუფლება დასაქმებულის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს და მასში დამსაქმებლის მხრიდან, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე სახით ჩარევა დაუშვებელია.

Share via
Copy link
Powered by Social Snap