ღირსეული შრომის პლატფორმა: სოციალური მუშაკები პანდემიაში ტრანსპორტირების გარეშე მუშაობენ

30 დეკ, 2020

ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების საკითხს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკები როგორც  სამსახურში ისე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს განხორციელებულ ვიზიტებზე  გადაადგილდებიან საკუთარი ხარჯით, რაც მათ არ უნაზღაურდებათ. სოციალური მუშაკებისადმი მაღალი მიმართვიანობისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად უმეტესობა ვერ ახერხებს ჩაჯდეს ე.წ. სამორიგეო სქემაში რაც კვირაში ერთხელ გამოცხადებას გულისხმობს.

პანდემიის პირობებში გახშირებული მომართვიანობისა და სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების ფონზე, სოციალური მუშაკის როლი და დატვირთვა გაორმაგებულია და მათ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ საზოგადოების მოწყვლადი ფენების დაცვის საკითხში.  ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია დამსაქმებელი სოციალურ მუშაკს უქმნიდეს შესაბამის ლოჯისტიკურ გარემოს, რათა არ შეფერხდეს ბენეფიციარებისადმი უწყვეტი სერვისის მოწოდება.

  • მოვუწოდებთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს უზრუნველყოს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებაროგორც სამსახურამდე ისე ბენეფიციარებთან ვიზიტების განხორციელების დროს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“
  • ჯანდაცვისა და მოსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო (OSGF)

ასევე გირჩევთ

მშენებლობის სექტორი – სამუშაო ადგილზე გარდაცვალების ტრადიციული პოლიგონი

მშენებლობის სექტორი – სამუშაო ადგილზე გარდაცვალების ტრადიციული პოლიგონი

დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა ტრადიციულად მაღალია სამშენებლო სექტორში. მხოლოდ 2023 წლის პირველ კვარტალში, სამშენებლო სექტორში მძიმედ დაშავების 4, საშუალო სიმძიმის- 6, ხოლო გარდაცვალების 4 შემთხვევაა აღნუსხული.

Share via
Copy link
Powered by Social Snap