Wolt-ის კურიერები მოთხოვენების შესრულებამდე მუშაობას წყვეტენ

30 მარ, 2023

Wolt-ის კურიერები გუშინ, 29 მარტს გამართულ კურიერთა ერთობლივ კონფერენციაზე შეთანხმდენენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე ისინი მუშაობას შეწყვეტენ და აპლიკაციას გათიშავენ. როგორც კურიერები აცხადებენ, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. კურიერები დღეს ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობას გეგმავენ.

Wolt-ის კურიერები უკვე 2 თვეზე მეტია, პერიოდულად მართავენ აქციებს და ითხოვენ:

ანაზღაურების ზრდას; ჯანმრთელობის დაზღვევას; შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირებას და კოლექტიური შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

კურიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საბაზისო ტარიფია 2.50 ლარი, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრი. ისინი ითხოვენ, გაიზარდოს საბაზისო ტარიფი 3.50 ლარამდე, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე.

„ჩვენი ხელფასი რაც იყო 4 წლის წინ, დაგვრჩა იგივე, ქვეყანაში კი არის ინფლაცია. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ხელფასი მოგვემატოს, რაც გვქონდა იმას ვითხოვთ. მეორე მოთხოვნაა  დაზღვევა, რაც არ გაგვაჩნია. ჩვენს ერთ-ერთ კურიერს ავარია შეემთხვა, ფეხზე პრობლემები ჰქონდა, დაზღვევამ ჩაურიცხა 3 ევრო, დაგვცინიან. ასევე, გვპარავენ მანძილებს, რუკაზე ხშირად არის შეცდომა და ნახევარი წელია ეს ვერ მოგვარდა…“, – განაცხადა ერთ-ერთმა კურიერმა „მაუწყებელთან“.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ სოლიდარობას უცხადებს Wolt-ის კურიერებს. პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ კურიერებს.

Share via
Copy link
Powered by Social Snap