ექთნების შრომის პირობები საქართველოში

გამოქვეყნების თარიღი: მარტი 7, 2019
პუბლიკაციებიავტორი: სოლიდარობის ქსელი

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად რეფორმისა, პრობლემებით ხასიათდება. მათ შორის განსაკუთრებით მწვავე მედიცინის მუშაკების შრომის პირობებია. ჯანდაცვის სისტემის შესახებ ბოლოდროინდელი კვლევები ძირითადად ჯანდაცვის საბიუჯეტო კონტროლზე სვამს აქცენტს. ამ სფეროში დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის კვლევის საგანი. სამედიცინო სფეროს სრული პრივატიზაციის პირობებში, სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტით მოქალაქეებზე მეტად კერძო კომპანიები სარგებლობენ. არსებული კვლევები სრულიად უგულებელყოფს მდგომარეობის გაანალიზების ალტერნატიულ ინტერპრეტაციას და უმეტესად, კვლევათა უმრავლესობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის დასკვნით გვევლინება.

ქვეყანაში მოქალაქეთა (პაციენტთა) ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მედიცინის მუშაკთა შრომის მდგომარეობასთან. შესაბამისად, მედ. მუშაკთა შრომის პირობების გამოკვლევა და ამ პერსპექტივით სამედიცინო სისტემის სწავლა ყველაზე კარგად გამოკვეთს ზოგად ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.

კვლევა ეყრდნობა საქართველოში დასაქმებული ექთნების ყოველდღიური სამუშაო გამოცდილებისა და შრომის პირობების შესწავლით მიღებულ ინფორმაციას. მასში თავმოყრილია ექთნების საცხოვრებელი და შრომითი მდგომარეობის შესახებ მონაცემები. მათ შორისაა: ექთნების სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, სამუშაო დატვირთვა, საავადმყოფოს მართვა და მასში მონაწილეობა, პრობლემური საკითხები და მათი გამოსწორების შესახებ აზრები.

კვლევა მომზადდა „სოლიდარობის ქსელის“ მიერ 2019 წელს

ავტორები: რევაზ კარანაძე, ნენო ჩარკვიანი, სოფო ჯაფარიძე, დავით ომსარაშვილი

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap