შრომითი უფლებები (საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა)

გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 11, 2019
პუბლიკაციებიავტორი: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სახელმძღვანელოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, ევროპული სოციალური ქარტიითა და ევროპული კავშირის ძირითად თავისუფლებათა ქარტიით დადგენილი სტანდარტების ჭრილში არის მიმოხილული შრომითი უფლებების სხვადასხვა ასპექტი და სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტები.

დოკუმენტი არის ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გაუზიაროს თემატურად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გადამუშავებული მასალა შრომის უფლებებთან დაკავშირებით, ამ გზით კი, ხელი შეუწყოს საკითხის მიმართ ცოდნის, მგრძნობელობის ზრდასა და უკეთესი სტანდარტების დანერგვას, ასევე, წაახალისოს სიღრმისეული დისკუსია აღნიშნულ სოციალურ საკითხზე. სახელმძღვანელოს პრაქტიკული დანიშნულება აქვს კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმღები, ნორმის შემფარდებელი, კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიღებისა და გამოყენების შედეგად სავარაუდო უფლებადარღვევების განმხილველი ორგანოებისთვის.

სახელმძღვანელო მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში.

პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.

Share via
Copy link
Powered by Social Snap