იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ გვაქვს მდიდარი სასამართლო პრაქტიკა სამუშაო ადგილზე შევიწროებასთან დაკავშირებით, ასევე მწირია სამართლებრივი კვლევები აღნიშნულ საკითხზე, წინამდებარე დოკუმენტი შეეცდება შეასრულოს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქცია და მიმოიხილოს სამუშაო ადგილზე შევიწროების შინაარსი, საერთაშორისო და რეგიონული (ევროკავშირის) სტანდარტები; ასევე, შევიწროების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკა შევიწროების საქმეებზე.
პუბლიკაცია მომზადებულია ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციის მიერ ინდივიდუალურად და შეიძლება არ გამოხატავდეს ღირსეული შრომის პლატფორმის ან/და მისი სხვა წევრების პოზიციას.